გუგეშაშვილი დილადან აზერბაიჯანში წავიდა

17:16 / 12 იან 2022
გუგეშაშვილი დილადან აზერბაიჯანში წავიდა

ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ყარაბაღში გააგრძელებს. 22 წლის მეკარე იაგელონიას საკუთრებაა და აზერბაიჯანულმა გუნდმა იგი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე გამოსყიდვის უფლებით დაიმატა.

შეგახსენებთ, რომ გუგეშაშვილი 2021 წლის სეზონში გორის დილას ღირსებას იცავდა. იგი ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე გახლდათ და ვილი სანიოლმა მას ბოლო სანაკრებო შეკრებაზეც უხმო.

რაც შეეხება ყარაბაღს, გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ 33 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ გაბალას 7 ქულით უსწრებს.