გურამ გოგიჩაშვილი რასინგში რჩება

16:24 / 11 მაი 2022
გურამ გოგიჩაშვილი რასინგში რჩება

საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე რასინგთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. ჩვენებური პარიზულ გუნდში 2024 წლის სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

რასინგში ბრუნდება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი პირველხაზელი გია ხარაიშვილი. ის მომავალი სეზონიდან ისევ პარიზულ გუნდში ითამშებს. ჩვენებური ამ უძველესი კლუბის საკუთრებაა და მეორე დივიზიონში მოასპარეზე ნევერში იყო განათხოვრებული.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე რასინგი 66 ქულით მე-4 ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ამასთან ერთად, გოგიჩაშვილის გუნდმა ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გააღწია და მომავალ უქმეებზე ფრანგულ ლა როშელს დაუპირისპირდება.