გურამ ქუთათელაძემ და რომან დოლიძემ წონები წარმატებით ჩააბარეს [VIDEO]
![გურამ ქუთათელაძემ და რომან დოლიძემ წონები წარმატებით ჩააბარეს [VIDEO]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2022/06/wonn.png)
UFC-ს მორიგი ივენთი, სადაც ორი ქართველი იასპარეზებს, გვიახლოვდება. გურამ ქუთათელაძე 18 თვიანი პაუზის შემდეგ, დამის ისმაგულოვის წინააღმდეგ ბრუნდება, რაც შეეხება რომან დოლიძეს, იგი UFC-ში რიგით მე-4 გამარჯვების მოპოვებას კაილ დაუკაუსის წინააღმდეგ შეეცდება.
დღეს, ოფიციალური აწონვები გაიმართა, სადაც ორივე ქართველმა წონა წარმატებით დააფიქსირა. ბრძოლები შაბათს ღამით დაიწყება – რომანის ბრძოლას პრელიმებზე ვიხილავთ, ხოლო ქუთათელაძე მეინ ქარდზე იასპარეზებს.