გურამ ქუთათელაძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

00:29 / 17 მარ 2023
გურამ ქუთათელაძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

ქართველი ვიკინგი, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება. ქუთათელაძე 11 ივნისს, ჯონ მაკდესის დაუპირისპირდება. გურამმა ბოლოს გასული წლის ივნისში იბრძოლა და ძალიან დაძაბულ დაპირისპირებაში, დამირ ისმაგულოვთან დამარცხდა.

კანადელი ჯონ მაკდესი UFC-ს ვეტერანია. 37 წლის მებრძოლი UFC-ში მე-13 წელია ასპარეზობს. ამ დროში მან 19 ბრძოლა გამართა, საიდანაც 11-ში გაიმარჯვა.

რაც შეეხება გურამს, ქართველს დიდი დრო ტრავმების გამო გაუცდა. მან 2 ბრძოლა გამართა დივიზონის 2 ერთ-ერთ ყველაზე რთულ მეტოქესთან – ამჟამად მსუბუქი წონის ტოპ კონტენდერი, დარიუშ გამროტი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ასევე გადაწყვეტილებით დასრულდა ბრძოლა ისმაგულოვთანაც, თუმცა ამჯერად მოწინააღმდეგის სასარგებლოდ.

იხილეთ მაკდესის მომენტები: