“დაამტვრიეთ ვინისიუსი!“ – რამ გაამწარა მწვრთნელი…

“დაამტვრიეთ ვინისიუსი!“ – რამ გაამწარა მწვრთნელი…

რეალის სუპერშემტევ ვინისიუსს მალიორკასთან 4:1 მოგებულ მატჩში ბევრჯერ მოხვდა ფეხებში. ვინისიუსს შელაპარაკება მოუხდა მეტოქის მწვრთნელთან, მექსიკელ ხავიერ აგირესთან.

კამერებმა დააფიქსირეს, რომ ბრაზილიელი ხშირად უჩიოდა უხეშობას. ერთხელ ნაჩო ფერნანდესს უთხრა:

„სულ მირტყამენ. მათი მწვრთნელი ეძახოდა თავის ფეხბურთელებს, ფეხებში ურტყითო…“.

კიდევ, ვინისიუსის შელაპარაკება დააფოქსირეს მალიორკელთა მცველ ჟაუმე კოშტასთან:

„თამაშის საშუალებას არ მაძლევთ. სულ ჯარიმა, ჯარიმა, ჯარიმა…“. კოშტამ კი უპასუხა: „რას იზამ, ესაა რაც შეგვიძლია“.

Marca წერს, რომ მწვრთნელი აგირე მართლაც მიმართავდა ფეხბურთელებს: „დაამტვრიეთ ვინისიუსი“. ამის მერე ბრაზილიელი მივარდა მწვრთნელს და ტონი კროოსმა ძლივს შეაჩერა.

„მეტოქის ბევრ ფეხბურთელს აღიზიანებს ვინისიუსის გოლების მერე ცეკვა“ – წერს ესპანური პრესა.