დავით კობოური კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

13:42 / 13 იან 2022
დავით კობოური კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი დავთ კობოური კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს, დავით კობოური “კარვინამ” ოფიციალურად წარადგინა და ის სეზონის მეორე ნაწილს ახალ კლუბში გაატარებს.

ქართველი ფეხბურთელი დედაქალაქურ კლუბში 2016 წლიდან სისტემატიურად ასპარეზობდა, პარარელურად ასაკობრივი ნაკრებების ღირსებასაც იცავდა. გერმანულ ანალიტიკურ საიტ ტრანსფრმარკეტს ფეხბურთელი 200 000 ევროდ ყავს შეფასებული, გავრცელებული ინფორმაციით კობოური “კარვინას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ჩეხური კლუბი ადგილობრივ ჩემპიონატში პირველი წრის შემდეგ მოპოვებული 5 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.