დავით ქუბრიაშვილი კლერმონში სეზონის ბოლომდე

19:42 / 20 სექ 2022
დავით ქუბრიაშვილი კლერმონში სეზონის ბოლომდე

საქართველოს ნაკრების ყოფილი შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი კარიერას კლერმონში განაგრძობს. მას შემდეგ, რაც ვულკანებს მარჯვენა ბურჯი რაბა სლიმანი დაუშავდათ, სასწრაფოდ დაიწყეს სამედიციონო ჯოკერის ძებნა. ქუბრიაშვილმა შარშანდელი სეზონი პერპინიანში გაატარა და ამჯერად უკლობოდ იყო. კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა. ის უკვე გუნდთან ერთად იმყოფება და მომდევნო ტურის მატჩისთვის ემზადება.

ჯონო გიბსი, კლერმონის შერკინების მწვრთნელი:

“დავით ქუბრიაშვილი საკამოდ შერკინების საკმაოდ სოლიდური მარჯვენა ბურჯია. მას საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშის თითქმის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. მან იცის ყველაფერი, მოთხოვნები, რითმი. იცნობს და უთამაშია მეტოქეების ყველა ბურჯების წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ მისი გამოცდილება და თამაშის მაღალი დონე კლერმონის შერკინების მარჯვენა ფრთის გასაძლიერებლად. ამასთან ერთად, ქუბრიაშვილს შეუძლია დაეხმაროს განვითარებაში მის თანამემამულეს, გუდნის ახალწვეულს გიორგი ძმანაშვილს”.