დანილ მედვედევის სენსაციური მარცხი ATP CUP-ზე

დანილ მედვედევის სენსაციური მარცხი ATP CUP-ზე

ATP CUP-ის დაწყების წინ რუსეთის ნაკრები ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა კორონავირუსის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაკარგა – ანდრეი რუბლიოვი, კარენ ხაჩანოვი, ასლან კარაცევი. მათი შეცვლა კი მხოლოდ რომან საფიულინით და ევგენი კარლოვსკით მოხერხდა.

null

3 კაციანი შემადგენლობით მოასპარეზე რუსეთის პირველი მეტოქე საფრანგეთის ნაკრები გახლდათ, სწორედ ის „ლე ბლე“, რომელმაც ნაჩქარევად ჩააანაცვლა ტურნირიდან მოხსნილი ავსტრიის ნაკრები.

პირველ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის 167-ე ჩოგანმა რომან საფიულინმა მცირე სენსაცია შესთავაზა მაყურებელს, როდესაც 2:6 7:5 6:3 სძლია არტურ რინდერკნეხს და საკუთარ ქვეყანას პირველი ქულა მოუტანა.

null

რუსეთი თავს უკვე კომფორტულად გრძნობდა, რადგან მეორე შეხვედრაში დანილ მედვედევი უნდა დაპირისპირებდოა ჰუგო ემბერს და უდავო ფავორიტადაც მიიჩნეოდა. ფრანგმა ჩოგბურთელმა 2021 წლის მიწურულს ზედიზედ 5 მატჩი წააგო და ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ნაადრევად დაასრულა სეზონი.

ჰუგო საკუთარი ქვეყნის მაისურით განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს – ფრანგი ჩოგბურთელი სამივე სეტში ბრეიკით ჩამორჩა მეტოქეს, თუმცა სამივე შემთხვევაში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

null

პირველი პარტია მედვედევმა მოიგო ტაიბრეიკზე, მეორე და მესამე სეტი კი უკვე ფრანგის „ანგარიშზე დარჩა“ 7:5 7:6 და ერბერმა კარიერაში პირველად დაამარცხა მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი.

რუსეთ-საფრანგეთის დაპირისპირების ბედი წყვილთა თანრიგის მატჩმა გადაწყვიტა – მედვედევ/საფიულინ წყვილმა მოულოდნელად საკმაოდ იოლად 6:4 6:4 ძლია მარტინ/როჟე – ვასლინის ვარსკვლავურ წყვილს და სერიაში საბოლოო გამარჯვება იზეიმა 2:1.

 

საფიულინი – რინდერკნეხი 2:6 7:5 7:6 (1:0)

ემბერი – მედვედევი 6:7 7:6 7:5 (1-1)

მედვედევი/საფიულინი – მარტინი/როჟე-ვასლინი 6:4 6:4 (2-1)