დარცმელია კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს

12:45 / 30 აგვ 2022
დარცმელია კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს

თბილისის ლიკომოტივის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ბექა დარცმელია, კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს. 22 წლის ფეხბურთელი ამიერიდან ნიუკასლ ჯეტსის ღირსებას დაიცავს, იმ გუნდის, რომლის რიგებშიც ბექა მიქელთაძე გამოდის. დარცმელიამ ავსტრალიელებთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დარცმელია დინამო თბილისის აღზრდილია, 2019 წლიდან კი იგი ლოკომოტივისთვის ირჯება. იგი 21 წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.

რაც შეეხება ნიუკასლ ჯეტსს, ავსტრალიელები 12 გუნდიან ჩემპიონატში 29 ქულით მე-9 ადგილზე გავიდნენ. აქვე გეტყვით, რომ 2022-23 წლების სეზონის ჩემპიონატი 8 ოქტომბერს დაიწყება.

ფოტო: ლოკომოტივის ფეისბუქ გვერდი