“დარწმუნებული ვიყავი, რომ მერაბს დავანოკაუტებდი, თუმცა…” – ჟოზე ალდო [VIDEO]

14:04 / 23 სექ 2022
“დარწმუნებული ვიყავი, რომ მერაბს დავანოკაუტებდი, თუმცა…” – ჟოზე ალდო [VIDEO]

გასულ თვეში, მერაბ დვალიშვილი UFC-ს ლეგენდას, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა და ქართული MMA-ს ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვებამ მერაბი მესამე კონტენდერად დააწინაურა, ხოლო ალდოს კარიერის დასრულების გადწაყვეტილება მიაღებინა.

მარცხის შემდეგ, ალდოს პრესკონფერენციაზე და ინტერვიუებზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მან აღნიშნულ ბრძოლაზე ცოტა ხნის წინ, ბრაზილიურ პოდკასტში, “Connect Cast”-ში ისაუბრა:

“ჩემი ბოლო ბრძოლის წინ მერაბს ლანძღავდნენ, მან ჩემი პარტერში გადაყვანაც კი ვერ მოახერხა. მაგრამ მე რა უდნა მექნა? ვერაფერი. მერაბი თავის ბრძოლის გეგმას მიყვა. მე ვოლკანოვკისაც ვეჩხუბე, აქ, რიოში. აქაც იგივე მოხდა, ეს ჩემი ყველაზე ცუდი ბრძოლები იყო. მე წაგება არ მადარდებს, ეს არაფერია – მე უბრალოდ უნდა გავსულიყავი და მებრძოლა. მაგრამ არაუშავს, მან მე მართლაც რომ დამამარცხა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მერაბს დავანოკაუტებდი – თავს კარგად ვგრძნობდი, ბრწყინვალე ფორმაში ვიყავი, სწრაფი ხელები და ფეხები. ბრძოლის დროს სტერლინგს და მერაბის კუთხეს ვუთხარი, რომ ის ახლოსაც კი არ იყო ჩემთვის გდების გაკეთებასთან. თუმცა ეს MMA-ია, ეს არაა არც ჯიუ-ჯიცუ და არც ჭიდაობა. არც კრივი ან კიკბოქსი”

@crashmma Wish we got to see this legend go out in Rio🇧🇷🐐#JoseAldo #UFC #MMA ♬ Again – timmies & Timmies