დასტინ პორიესა და მაიკლ ჩენდლერის ბრძოლა UFC 281-ისთვის იგეგმება

14:12 / 5 აგვ 2022
დასტინ პორიესა და მაიკლ ჩენდლერის ბრძოლა UFC 281-ისთვის იგეგმება

UFC-ს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობა ჩარლზ ოლივეირასა და ისლამ მახაჩევს შორის გამოვლინდება. ვარსკლავებით დაკომპლექტებული დივიზიონში კი პარალელურად ბევრი სხვა სუპერ ბრძოლა ინიშნება. ცნობილი MMA-ს ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის ინფორმაციით, UFC მუშაობს დასტინ პორიესა და მაიკლ ჩენდლერის ორთაბრძოლაზე, პროცესი კი უკვე დასკვნით ფაზაშია. ბრძოლა UFC 281-ზე, 12 ნოემბრისთვის იგეგმება.

რომ გადავხედოთ მოცემულობას მსუბუქ წონაში, პორიესა და გეიჯის დაპირისპირება არის ის, რასაც ვერ გავექცეოდით. ვინაიდან, ორივე მათგანი დამარცხდა ოლივეირასთან და ორივემ იჩხუბა გეიჯისთან. TOP 5-ის მიღმა კი არ არის სხვა ისეთი სახელი, რომელიც ამ ეტაპზე დასტინთან და ჩენდლერთან ბრძოლას იმსახურებს. თანაც, სტილისტიკურად საკმაოდ კარგი მეტოქეები არიან ერთმანეთისთვის – დგომში ორივე ძირითადად ხელით მუშაობს, არც ჭიდაობასა და ქლინჩს უშინდება რომელიმე. მართალია, ჩენდლერი გაცილებით უკეთესი მოჭიდავეა, თუმცა გრეპლინგში პორიე უკეთესია.

პორიეს, წინა საჩემპიონო ბრძოლაში მარცხის შემდეგ, წონის შეცვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. 2 მარცხი საჩემპიონო ბრძოლაში, თანაც არც ისე დროის დიდ შუალედში, მართლაც წონის შეცვლის წინაპირობას ჰგავს. თუმცა, როგორც ჩანს, დასტინს UFC-მ ისეთი წინადადება შესთავაზა, რაზეც უარი ვერ თქვა. რაც შეეხება ჩენდლერს, იგი სატიტულო ბრძოლისკენ გზად მეორედ დაადგა. ოლივეირასთან გაცდილი მარცხის შემდეგ, გეიჯისთან საოცრად სანახაობრივი ბრძოლა შემოგვთავაზა და ტონი ფერიუგონის ძალაინ ეფექტური ნოკაუტით გათიშა. პორიესთან გამარჯვება კი მას ქამარზე ბრძოლას ბრძოლას გაუნაღდებს.