დევისის თასის პლეიოფი იწყება

დევისის თასის პლეიოფი იწყება

2022 წლის საჩოგბურთო სეზონის დასრულებამდე ერთადერთი ტურნირი დარჩა. ესპანეთის ქალაქ მალაგაში 22-27 ნოემბერს დევისის თასის პლეიოფი გაიმართება და გამოვლინდება ის ქვეყანა, რომელიც მამაკაცთა შორის პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირს მოიგებს.

null

პლეიოფის სტადია 1/4 ფინალიდან იწყება. დღეს, თბილისის დროით 19:00-ზე ავსტრალიის ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, ხვალ ტურნირის მასპინძელი ესპანეთი  – ხორვატიას ეთამაშება.

24 ნოემბერს ორი მეოთხედფინალური დაპირისპირება შედგება – იტალია/ა.შ.შ და გერმანია/კანადა.

25 ნოემბერს, ბადის ქვედა ნახევარში გამარჯვებული ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ნახევარფინალში, ხოლო 26 ნოემბერს უკვე ბადის ზედა ნახევარში.

27 ნოემბერს დაგეგმილია ფინალური მატჩი.

null