დემიენ ლილარდის 39 ქულა და გამარჯვება “ფილადელფიასთან”

დემიენ ლილარდის 39 ქულა და გამარჯვება “ფილადელფიასთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მიმდინარეობისას ნელ-ნელა ოპტიმალურ სათამაშო ფორმას იბრუნებს დემიენ ლილარდი. “პორტლენდის” ლიდერმა “ფილადელფიასთან” გამართულ მატჩში 39 ქულა ჩააგდო და პირადად მოაგებინა საკუთარ გუნდს პრინციპული დაპირისპირება 118:111. 31 ოქტომბრის შემდეგ “ბელიზერსი” პირველად გავიდა მოგება/წაგების დადებით ბალანსზე 9/8.

“ფილა” “პორტლენდთან” გასამართ შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდა – კორონავირუსის გამო ზედიზედ მეშვიდე მატჩი გამოტოვა ჯოელ ემბიდმა, მარცხენა ხელის ტრავმა აქვს დენი გრინს, ხოლო ბენ სიმონსი ისევ ტრეიდს ითხოვს და თამაშზე უარს ამბობს.

ასეთი მძიმე სიტუაციის ფონზე “76-ერს” ისევ ტობაიას ჰარისმა და ტაირის მაქსიმ ულიდერეს – ორივე მათგანს 28-28 ქულა ქონდათ,თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა მატჩის მოსაგებად.

“პორტლენდმა” გუნდური კალათბურთი ითამაშა – სი ჯეი მაკალუმს 18 ქულა ქონდა, 17 – ნორმან პაუელს, მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა იოზეფ ნურკიჩმა 11 ქულა+11 მოხსნა. “ბლეიზერსის” რიგებში ნელ-ნელა ეზრდება სათამაშო დრო ლარი ნენსი ჯუნიორს, რომელმაც პარკეტზე სოლიდური 22 წუთი დაჰყო და 7 ქულა დააგროვა.

მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საინტერესოდ ისაუბრა “პორტლენდის” მწვრთნელმა ჩონსი ბილაფსმა:”ყველაფერს ვაკეთებთ რომ დემიენმა თავი კომფორტულად იგრძნოს. სეზონის სტარტზე მას მცირე ტრავმა აწუხებდა და არასამართლიანია ესეთ დროს კალათბურთელს ტყორცნების ცუდ პროცენტზე უსაყვედურო.
უკვე სამმატჩიანი მოგებათა სერია გვაქვს, რაც ძალიან მახარებს. სწორ გზაზე ვბრუნდებით.”