დე იონგს მსურველი გამოუჩნდა

13:45 / 20 ივლ 2022
დე იონგს მსურველი გამოუჩნდა

ლონდონის ჩელსის ბარსელონადან ფრენკ დე იონგის დამატება სურს. Relevo-ს ცნობით, ლონდონელებს ესპანური გრანდისთვის წინადადება უკვე გამზადებული აქვთ. ამ თემაზე სხვა ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

გეცოდინებათ, რომ დე იონგის მიმართ დიდი ხანია, რაც მანჩესტერიც ინტერესდება. თვეზე მეტია, რაც იუნაიტედი ნიდერლანდელი ნახევარმცველის გადაბირებას ცდილობს, თუმცა ბლაუგრანა მის გაშვებას არ აპირებს.

დე იონგი ბარსელონაში 2019 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. წინა სეზონში ფეხბურთელმა ესპანელთა რიგებში, 47 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ჩელსის, გუნდმა პრემიერლიგაში 74 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა. ახალი სეზონის პირველ ტურში არისტოკრატები ევერტონს შეხვდებიან.