“დვალიშვილთან მსურს ბრძოლა” – დომინიკ კრუზი [VIDEO]

01:41 / 26 მაი 2022
“დვალიშვილთან მსურს ბრძოლა” – დომინიკ კრუზი [VIDEO]

UFC-ს ლეგენდამ, სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, დომინიკ კრუზმა მერაბ დავლიშვილთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. კრუზმა სასურველ მეტოქეებზე არიელ ჰელვანის შოუში ისაუბრა – ჟურნალისტის კითხვას, თუ ვისთან ბრძოლა აღაფრთოვანებდა მას, ლეგენდამ შემდეგი პასუხი გასცა:

“იანთან ბრძოლა კარგი იქნებოდა, ის ყოფილი ჩემპიონია, ერთ-ერთი საუკეთესო. ასევე ვისურვებდი ალდოსთან და დვალიშვილთან ბრძოლას – იმ ხალხთან, ვინც რანკინგში ჩემს ზემოთაა, საუკეთესოები არიან და მათთან ბრძოლა რეიტინგულად წინ წამწევს”

დომინიკ კრუზი UFC-ს ჩემპიონი 2-ჯერ გახდა, 2011 წელს სკოტ იორგენსენის, ხოლო 2016 წელს ტიჯეი დილაშოუს დამარცხების შემდეგ. მის ანგარიშზე ასევე 3 ტიტულის დაცვაა. 2020 წელს, მას მესამეჯერაც ჰქონდა შანსი, დაუფლებოდა ქამარს, თუმცა კრუზმა სეხუდოს დამარცხება ვერ შეძლო. ამ საჩემპიონო მარცხის შემდეგ ლეგენდამ ორი ბრძოლა გამართა და ორივეში გაიმარჯვა. იგი ახლა სუპერმსუბუქი წონის #8 კონტენდერია.