“დიდება გმირებს” – უკრაინა მაისურებიდან სლოგანის ამოღებაზე უარს ამბობს

“დიდება გმირებს” – უკრაინა მაისურებიდან სლოგანის ამოღებაზე უარს ამბობს
უკრაინა
რუსეთი

უკრაინის ნაკრების პრეს-სამსახურის უფროსის, ალექსანდრ გლივინსკის განცხადებით, ნაკრებიდან სლოგანი “დიდება გმირებს” – არ წაიშლება!

რუსეთის დუმის დეპუტატები არა მხოლოდ ამ სლოგანმა, არამედ მაისურზე დატანებულმა რუკის კონტურებმაც გააღიზიანათ, სადაც უკრაინის შემადგენლობაში ყირიმია მოქცეული. ამის გამო, ოფიციალურმა კრემლმა უეფაში იჩივლა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუკის კონტურები და სლოგანი “დიდება უკრაინას” შეიძლება დარჩეს, თუმცა “დიდება გმირებს” უნდა წაიშალოს.

ასეთი ვერდიქტის მიუხედავად, გლივინსკიმ შემდეგი განაცხადა

“ეს ფორმა უეფამ უკვე დაამტკიცა. ასოციაციის პრეზიდენტი რომშია და ამასთან დაკავშირებით უეფას ელაპარაკება. დიახ, ჩვენ თამაშს ამ ფორმით ვაპირებთ, სადაც წერია – “დიდება გმირებს”