დილას მოგება არ ეყო, დინამო ბათუმმა კვლავ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

12:13 / 16 ივლ 2021
დილას მოგება არ ეყო, დინამო ბათუმმა კვლავ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

ქართულმა გუნდებმა კონფერენს ლიგაზე მორიგი მატჩები გამართეს. დილამ ჟილინა მიიღო და 2:1 გაიმარჯვა, თუმცა ევროტურნირებს გამოეთიშა, დინამო ბათუმმა ტრე პენე კვლავ დიდი ანგარიშით, ამჯერად 3:0 დაამარცხა.

გორის დილამ პირველი მატჩი სლოვაკეთში 1:5 წააგო და ამ წყვილში შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ფაქტობრივად გარკვეული იყო. მიუხედავად ამისა ქართული გუნდის წარმატება მაინც სასიამოვნოა. ანგარიში სტუმრებმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გახსნეს, ვაჰან ბიშაკიჩანმა პენალტი ზუსტად შეასრულა. 58-ზე კამარამ გაათანაბრა, 70-ზე კი ვანდერსონმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა დინამო ბათუმმა. გეგუჩაძის შეგირდებმა სან მარინოულ ტრე პენეს 4:0 მოგების შემდეგ, ბათუმში უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს. ანგარიში მე-16 წუთზე ვამარა სანოგომ გახსნა, 47-ზე გიული მანჯგალაძემაც შეაგდო, 51-ზე კი ჯოვინო ფლამარინომა გამოიჩინა თავი. დინამო ბათუმი შემდეგ ეტაპზე ბორისოვოს ბატეს დაუპირისპირდება.