დოლიძე გამოჯანმრთელდა და შემდეგი ბრძოლაც ჩაენიშნა

14:33 / 19 ნოე 2021
დოლიძე გამოჯანმრთელდა და შემდეგი ბრძოლაც ჩაენიშნა

მოგეხსენებათ, რომან დოლიძეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ბრძოლა, რომელიც 14 ნოემბერს უნდა გამართულიყო, ჩაეშალა. მიუხედავად ამისა, UFC-ს წარმომადგენლებმა რომანს ბრძოლა მალევე უპოვეს – ქართველი საშუალო წონოსანი ოქტაგონს 5 დეკემბერს ბრენდან ალენს დაუპირისპირდება.

25 წლის ამერიკელი UFC-ში 2019 წლიდან ასპარეზობს და 6 ბრძოლიდან მხოლოდ 1-ში დამარცხდა, ისიც აღნიშნული წონის გამორჩეულ კონტენდერ შონ სტიკლენდთან.

რაც შეეხება დოლიძეს, ეს მისი მე-5 ბრძოლაა UFC-ში. გამართულ 4 ბრძოლაში მან 3 გამარჯვების მოპოვება მოახერხა.