დონჩიჩს გადამწყვეტი სროლა კლიპერსთან

დონჩიჩს გადამწყვეტი სროლა კლიპერსთან

ლუკა დონჩიჩი და მისი “მავერიქსი” აგრძელებენ წარმატებულ ასპარეზობას NBA-ს რეგულარულ სეზონში.

დალასმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა კლიპერსს და დრამატულ ბრძოლაში 103-101 მოუგო.

null

შეხვედრის სტარტი მავერიქსს იდეალური გამოუვიდა – ლუკას ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და 30-15 დაწინაურდა.

მეორე პერიოდში მასპინძელთა ჰანდიკაპმა +25 მიაღწია (54-29) და თითქოს ყველაფერი დასრულდა, თუმცა არა… კლიპერსის რიგებიდან ბრძოლას აგრძელებდა ნიკოლას ბატუმი.

ფრანგმა ფორვარდმა ზედიზედ 7 სამქულიანი ჩააგდო და მეტოქის უპირატესობა ფაქტიურად ბოლომდე ჩამოადნო.

null

მეორე ტაიმში “გაიღვიძა” პოლ ჯორჯმაც, რომელმაც სტაბილურად დაიწყო ქულების დაგროვება და შეხვედრას ინტრიგა ბოლო წუთამდე დაუტოვა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 30 წამი რჩებოდა, დალასი 99-98 იგებდა და შეტევისთვის განკუთვნილი დრო ეწურებოდა, როდესაც თანაგუნდელისგან ცუდი პასი მიიღო ლუკა დონჩიჩმა. სლოვენიელმა ფენომენმა მარცხენა, 45 გრადუსიანი კუთხიდან შორეული სამქულიანი “გლიჯა” მეტოქეს და საკუთარ გუნდს გამარჯვება გაუფორმა 103-101.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა – 35 ქულით, 11 მოხსნით, 5 პასით და 3 ჩაჭრით. გაამრჯვებაში 21 ქულიანი წვლილი შეიტანა ფინი სმიტმა. 16 ქულა ჩააგდო სპენსერ დინვიდიმ, სათადარიგოთა სკამიდან მშვენივრად შემოვიდა კრისტიან ვუდი (15 ქულა).

კავაი ლეონარდის გარეშე მოასპარეზე კლიპერსს ისევ პოლ ჯორჯმა ულიდერა 23 ქულით, 7 მოხსნით და 6 პასით. მატჩი 22 ქულით დაასრულა ნიკოლას ბატუმმა.

დალასს მიმდინარე სეზონში 8 მოგება და 5 მარცხი აქვს. ტეხასური გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეხუტე ადგილს იკავებს.

ამავე კონფერენციაშ მეცხრე პოზიციაზე იმყოფება კლიპერსი (8-7).