დოპინგმა რუსულ რაგბიშიც შეაღწია

02:00 / 19 ივლ 2021
დოპინგმა რუსულ რაგბიშიც შეაღწია

თითქმის ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა სპორტის სახეობებში რუსი სპორტსმენების დოპინგ კონტროლზე ჩავარდნის შესახებ. ახალხან კი, მსოფლიო რაგბის ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, დოპინგმა რუსულ რაგბიშიც შეაღწია.

დოპინგ კონტროლზე ჩავარდა რუსეთის ნაკრებისა და კრასნოიარსკის ენისეის შერკინების კვაჭი სტანისლავ სელსკი. 30 წლის მორაგბეს სასჯელად სამწლიანი დისკვალიფიკაცია მოისაჯეს, რაც, ფაქტობრივად, კარიერის დასასრულს ნიშნავს. სელსკის სისხლში აკრაძალული პრეპერატი კლომიფენი აღმოუჩინეს.

შეგახსენებთ, რომ სტანისლავ სელსკის რუსეთის ეროვნულ ნაკრებში 40 კეპი აქვს მოხვეჭილი და არაერთხელ უთამაშია ბორჯღალოსნების წინააღმდეგ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის რუსეთში საუკეთესო შერკინების კვაჭია, მისი დისკვალიფიკაცია დათვებისთვის სერიოზული დანაკლისია.