დრეიკმა გეიჯის გამარჯვებაზე დიდი თანხა დადო, თუმცა ისევ წააგო

14:04 / 10 მაი 2022
დრეიკმა გეიჯის გამარჯვებაზე დიდი თანხა დადო, თუმცა ისევ წააგო

ცნობილი კანადელი რეპერი, დრეიკი, აგრძელებს წარუმატებელი ფსონების განთავსებას. ამჯერად მან ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე 550.000$ დადო, რითიც 1.375.000$-ს იგებდა, თუმცა ჩარლზ ოლივეირამ რეპერს გეგმები ჩაუშალა. დრეიკმა ფსონის ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დრეიკი UFC-ს ბრძოლაზე დიდ ფსონს აკეთებს და აგებს. აქამდე მან ხორხე მასვიდალისა და კოლბი კოვინგტონის დაპირისპირებაში, მასვიდალის მოგებაზე 275.000$ დადო, თუმცა იქაც წააგო. ამჯერად დრეიკმა ფსონი გააორმაგა, თუმცა არც დიდმა რისკმა მოიტანა დიდი თანხა. თუმცა დრეიკს დიდი თანხები არ აკლია – 2022 წლის მონაცემებით, რეპერის ქონების ღირებულება 200 მილიონ დოლარამდეა.