დღე მეათე: ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა [ვიდეო]

დღე მეათე: ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-10 დღეს, ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა.

რიკიშები ერთმანეთს 11-ჯერ შეხვედროდნენ, სადაც 7-ჯერ ლევანმა იმარჯვა, 4-ჯერ კი – სადანოუმიმ.

რაც შეეხება ამ ბაშოს, ქართველს 4 გამარჯვება და 5 მარცხი ჰქონდა, იაპონელს კი – 5 მოგება და 4 მარცხი.

სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ტოჩინოშინის არ იყო. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკების) შემდეგ, ინიციატივა და პოზიცია სადანოუმიმ მოიპოვა, ლევანის მავაში აიღო, შემდეგ კი გამარჯვება  აღარ გასჭირვებია.

ტოჩინოშინის ბალანსი: 4 მოგება და 6 მარცხი

ხვალ რიუდენია