დღე მეექვსე: ტოჩინოშინი ონოშოს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეექვსე: ტოჩინოშინი ონოშოს შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-6 დღეს, ტოჩინოშინი ონოშოს შეერკინა.

 

რიკიშები აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედროდნენ, სადაც 2 გამარჯვება იაპონელს, 2 კი ქართველს დარჩა.

 

რაც შეეხება ბალანსს, მიმდინარე ბაშოზე, ონოშოს 4 მოეგო და მარცხი მხოლოდ 1-ხელ ეგემა, ლევანს კი 2 მოგების წილ 3 წაგება ჰქონდა.

 

საბედნიეროდ, დღეს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა. დამთხვევა არ უნდა იყოს, ამ ბაშოზე, ლევანმა სამივე გამარჯვება ჰატაკიკომის კიმარიტეთი (ილეთი, როდესაც ზემოდან ჩამორტყნით მოწინააღმდეგეს დოჰიოზე აწვენ) იზეიმა.

 

ჩათვალეთ, ონოშოსთან მოგება თუ ნახეთ, ტაკარაფუჯისა და მიოგირიუსთან მოგებებიც გინახავთ…

 

ხვალ ნიშიკუფჯია

 

ბალანსი: 3:3