დღე მეექვსე: ტოჩინოშინი ტაკანოშოს დაუპირისპირდა [ვიდეო]

დღე მეექვსე: ტოჩინოშინი ტაკანოშოს დაუპირისპირდა [ვიდეო]

აკი ბაშოს მეექვსე დღეს, ტოჩინოშინი ტაკანოშოს შეერკინა. რიკიშები ერთმანეთს 5-ჯერ შერკინებოდნენ და იაპონელის უპირატესობა თვალსაჩინო იყო – 4:1.

რაც შეეხება ამ ბაშოს, ჩვენებურს 2 მოგება და 3 მარცხი ჰქონდა, ტაკანოშოს კი 3 მოგება და 2 მარცხი.

სამწუხაროდ, ტენდენცია გაგრძელდა, ტაკანოშომ თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახების შემდეგ) ლევანს უკან დაახევინა, გამართა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

ტოჩინოშინის ბალანსი – 2:4

ხვალ ვაკამოტოჰარუა. ჩვენებური მას 2:1-ს უგებს.