დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი რიუდენს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი რიუდენს შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი რიუდენს შეერკინა.

რიკიშებისთვის ეს რიგით მეშვიდე დაპირისპირება იყო, ურთიერთშეხვედრებში კი რიუდენი იგებდა – 4:2.

ამ ბაშოზეც, იაპონელი უკეთეს ფორმაში ჩანდა, რადგან 6 გამარჯვება ჰქონდა, ქართველს კი 4.

ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, ორივეს მავაშის აღება უყვარს, აიღეს, თუმცა ვინც უკეთეს ფორმაში არის, იმან მოიგო – ამ შემთხვევაში, რიუდენმა.

ტოჩი ხვალ ჰირადოუმის შეხვდება. რიკიშები აქამდე ერთმანეთს არასდროსშეხვედრიან.

ქართველი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) ზღვარზეა: 4:7