დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინი ჰირადოუმის შეერკინა [ვიდეო]

დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინი ჰირადოუმის შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი ჰირადოუმის შეერკინა.

რიკიშებისთვის, ეს ისტორიაში პირველი დაპირისპირება იყო. ამ ორთაბრძოლამდე, ლევანი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) ზღვარზე იყო, ჰიდანოუმის კი 5 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა.

სამწუხაროდ, ლევანი დამარცხდა. შერკინება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ქართველს გამარჯვება შეეძლო, თუმცა, ჰირადოუმი სიტუაციაში უკეთ გაერკვა და იორიკირის კიმარიტეთი მოიგო.

ლევანის ბალანსი: 4:8

ხვალ ოკინოუმია