დღე მეორე: ტოჩინოშინი ნიშიკიგის შეერკინა [ვიდეო]
![დღე მეორე: ტოჩინოშინი ნიშიკიგის შეერკინა [ვიდეო]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2022/05/279840470_748085186236773_2428975942268598902_n-768x614.png)
ნაცუ (მაისის) ბაშოს მე-2 დღეს, ტოჩინოშინი ნიშიკიგის შეერკინა. ორივე რიკიში ამ ორთაბრძოლას თითო მარცხით შეხვდა, რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ქართველი უპირატესობას ფლობდა: 5:3.
სამწუხაროდ, ლევანი მეორე დღესაც დამარცხდა. ქართველ გოლიათს თავდაპირველი ტაჩი-აი (შეტაკება) თითქოს კარგი ჰქონდა, მაი-მავაშიც (მავაშის წინიდან ხელი ჩაავლო) აიღო, თუმცა ნიშიკიგიმ გადაწყობა კარგად მოახერხა და გაიმარჯვა. რაც ყველაზე მეტად სანერვიულოა, ტოჩინოშინმა ტრავმა მიიღო, მან მხარი და თავი დაარტყა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენებურს ყველაფერი რიგზე ექნება.
ლევანი ხვალ ტერუცუიოშის შეერკინება.
ქართველისგან ცუდი სტარტი არ გვიკვირს, როგორც წესი, ბაშოს მიმდინარეობისას უმატებს ხოლმე…