დღე მერვე: ტოჩინოშინი აკუას შეერკინა [ვიდეო]

დღე მერვე: ტოჩინოშინი აკუას შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მერვე დღეს, ტოჩინოშინი აკუას შეერკინა. ეს რიკიშებისთვის ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მეორე დაპირისპირება იყო, პირველ შეხვედრაში კი გამარჯვება ქართველს დარჩა.

 

პირველი ოთხი ორთაბრძოლის გამოტოვების შემდეგ (ტრავმის გამო), ლევანი დოჰიოზე სამჯერ გამოვიდა, საიდანაც ორჯერ გაიმარჯვა. რაც შეეხება აკუას, მის ანგარიშზე 3 მოგება და 4 მარცხი იყო.

 

სამწუხაროდ, იაპოენლმა უპირატესობა თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახება) შემდეგ მოიპოვა, გაშლილ ტოჩინოშინს მიაწვა და ოშიდაშის კიმარიტეთი გაიმარჯვა.

 

ტოჩინოშინი ხვალ შოჰოზანს შეხვდება.

 

ბალანსი 2:6-ზე.