დღე მერვე: ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა [ვიდეო]

დღე მერვე: ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მერვე დღეს, ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა.

 

რიკიშები აქამდე ერთადერთხელ შეხვედროდნენ, სადაც გამარჯვება ქართველს დარჩა.

 

რაც შეეხება ამ ბაშოს, ლევანის ბალანსი 3 მოგება და 4 მარცხი იყო, იაპონელისა კი – 5 მოგება და 2 მარცხი.

 

სამწუხაროდ, ეს დღე ტოჩინოშინის არ იყო. პოზიციისთვის ბრძოლაში, ნიშიკიფუჯიმ აშკარად იმარჯვა, ლევანი გამართა, ღრმა მოროზაშიში (ხელებით იღლიების ქვეშ) შევიდა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

 

ლევანის ბალანსი – 3:5

 

ხვალ კოტოშოჰოა. ტოჩინოშინი მას 4:0-ს უგებს…