დღე მერვე: ტოჩინოშინი როგას შეერკინა [ვიდეო]
![დღე მერვე: ტოჩინოშინი როგას შეერკინა [ვიდეო]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2023/03/333470555_921449792458955_8615284676461959618_n-768x614.png)
ჰარუ ბაშო მე-8 დღეს, ჯურიოს დივიზიონში, ტოჩინოშინი როგას შეერკინა. რიკიშები ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედროდნენ, მიმდინარე გათამაშებაში კი ერთნაირი ბალანსი – 3 მოგება და 4 მარცხი ჰქონდათ.
სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ლევანისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ძლიერი ტაჩი-აის (შეჯახების) შემდეგ, მოწინააღმდეგემ კარგი პოზიცია აიღო და უვატენაგეს კიმარიტეთი გაიმარჯვა.
ტოჩინოშინის ბალანსი: 3:5