დღე მერვე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა [ვიდეო]
![დღე მერვე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა [ვიდეო]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2022/01/271766517_326365412713115_721782084926859121_n-768x614.png)
ჰაცუ ბაშოს მე-8 დღეს, ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა. მოგეხსენებათ, ქართველი გოლიათი მე-15 მაეგაშირაა და კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სხვა შემთხვევაში, დიდია ალბათობაა, დაქვეითდეს…
დღევანდელი ორთაბრძოლის წინ, ორივე რიკიშის 3 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ისინი აქამდე 6-ჯერ შეხვედროდნენ, სადაც ტოჩინოშინმა 2-ჯერ, ტერუცუიოშიმ კი 4-ჯერ მოიგო.
საბედნიეროდ, ახლა გამარჯვება ლევანს დარჩა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ, მოწინააღმდეგის პოზიცია დააფიქსირა, შემდეგ მავაშიც აიღო და კარგი გამარჯვება მოიპოვა.
ბალანსი 4:4
ხვალ კოტონოვაკაა