დღე მესამე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა

ნაცუ ბაშოს მე-3 დღეს, ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა. რიკიშები ამ ორთაბრძოლას განსხვავებული ბალანსით შეხვდნენ, ქართველს ორი მარცხი ჰქონდა, იაპონელმა კი – გამარჯვებას მარცხი მიაყოლა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, სუმოტორები ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა ვერც ერთმა მოიპოვა.
სამწუხაროდ, ლევანი მესამე დღესაც დამარცხდა. თითქოს კარგი თავდაპირველი ტაჩი-აი (შეტაკება) ჰქონდა, საყვარელ ცურიდაშის ცდილობდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ჩვენებურს ამის საშუალება არ მისცა და იორიკირით დოჰიოდან გაიყვანა.
რა თქმა უნდა, ცუდი სტარტია, თუმცა ქართველისგან ამას უფრო მიჩვეულნი ვართ, ვიდრე კარგ დასაწყისს…
ხვალ ტაკარაფუჯია