დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი კოტოეკოს შეერკინა [ვიდეო]
![დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი კოტოეკოს შეერკინა [ვიდეო]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2022/05/279928891_978751682837642_1742885414986532995_n-768x614.png)
ნაცუ (მაისის) ბაშოს მე-7 დღეს, ტოჩინოშინი კოტოეკოს შეერკინა. რიკიშები ამ ორთაბრძოლას განსხვავებული ბალანსით შეხვდნენ, ქართველს 3 მოგება და 3 მარცხი ჰქონდა, იაპონელს კი – 4 მოგება და 2 მარცხი. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ლევანის უპირატესობა თვალსაჩინო იყო: 5:1.
საბედნიეროდ, ეს ტენდენცია გაგრძელდა. კოტოეკომ დისტანციაზე ბრძოლა არჩია, ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ამაში ბრწყინვალედ აყვა, შემდეგ ხელში მავაში მოიგდო და უვატენაგეს კიმარიტეთი გაიმარჯვა. ეს ჩვენებურისთვის მიყოლებით მეოთხე გამაჯრვებაა.
ბალანსი: 4:3
ხვალ ურაა. ურთიერთშეხვედრებში, მასთან ტოჩინოშინი 2:1-ს აგებს…