დღე მეცხრე: ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეცხრე: ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა.

ქართველი სუმოტორი მოწინააღმდეგეს ურთიერთშეხვედრებში 4:0-ს უგებდა და ახლაც დიდი იმედი გვქონდა, რომ ტენდენცია გაგრძელდებოდა.

საბედნიეროდ, ლევანის დომინაცია ძალაშია. დაძაბულ და ინტენსიურ ორთაბრძოლაში, ტოჩინოშინმა მავაში მოიგდო და უვატენაგეს კიმარიტეთი გაიმარჯვა.

ხვალ ჩვენებური სადანოუმის შეხვდება. ლევანი მოწინააღმდეგეს 7:4-ს უგებს.