დღე მეცხრე: ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა [ვიდეო]

დღე მეცხრე: ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა.

 

ურთიერთშეხვედრებში, ეს რიკიშების მე-11 დაპირისპირება იყო, წინა ათში – 6 ლევანმა მოიგო, 4 კი ნიშიკიფუჯიმ.

 

სამწუხაროდ, ეს დღე ქართველისთვის წარმატებული არ გამოდგა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახება) შემდეგ, ტოჩინოშინმა ჰატაკიკომის (ზურგზე ხელების ჩამორტყმით) კიმარიტეთი (ილეთით) მეტოქის დაგდება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ამის შემდეგ, ნიშიკიფუჯის გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

 

ლევანისთვის ეს მიყოლებით მესამე მარცხია. ქართველს გამოფხიზლება მართლებს

 

ბალანსი: 3:6

 

ხვალ ტერუცუიოშია. მან ცხიდან ცხრა წააგო.