დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ენდოს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ენდოს შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-5 დღეს, ტოჩინოშინი ენდოს შეერკინა.

ამ ორთაბრძოლამდე, რიკიშები ერთმანეთს 17-ჯერ შეხვდროდნენ, აქედან 8 ჩვენებურმა მოიგო, 9 კი – იაპონელმა.

სამწუხაროდ, თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახების) შემდეგ, ენდო მოროზაშიში (ხელებით იღლიების ქვეშ) აღმოჩნდა, სერიოზული უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

ლევანის ბალანსი – 2 მოგება და 3 მარცხი.

გუშინ გამარჯვება რომ არ წაერთვათ, ქართველს ახლა დადებითი ბალანსი ექნებოდა.

ხვალ ტაკანოშოა