დღე მეხუთე: ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეხუთე: ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა [ვიდეო]

ნაცუ (მაისის) ბაშოს მე-5 დღეს, ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა. ამ ორთაბრძოლამდე, ქართველმა 1 მოგება და 3 მარცხი, იაპონელმა კი – 2 მოგება და ორი მარცხი დააფიქსირა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, რიკიშები ერთმანეთს 3-ჯერ დაუპირისპირდნენ და გამარჯვება სამივეჯერ ლევანს დარჩა.

საბედნიეროდ, ეს ტენდენცია დღესაც გაგრძელდა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკების) შემდეგ, კოტოშოჰო ტოჩინოშინს მიაწვა, ქართველმა ჰატაკიკომი სცადა (თავზე ხელის ჩამორტყმით მოწინააღმდეგის დოჰიოზე წაქცევა), რითაც წონასწორობა დააკარგვინა, შეატრიალა და ოშიდაშით დოჰიოდან გააძევა.

როგორც ვივარაუდეთ, ცუდი სტარტის შემდეგ, რაც ლევანს სჩვევია, ჩვენებურმა მიყოლებით მეორე მოიგო.

ბალანსი 2:3

ხვალ ჩიოშომაა