დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]

აკი (სექტემბრის) ბაშოს მეხუთე დღეს, ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა. ორივე რიკიშის ერთნაირი ბალანსი ჰქონდათ – 1:3, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ქართველის უპირატესობა თვალსაჩინო იყო – 9:3.

 

სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ჩვენთვის წარუმატებელი გამოდგა. ჩიოტაირიუმ ზედმეტად წინ გადახრილი ლევანი დაიჭირა და ჰატაკიკომის კიმარიტეთი (ილეთით) გაიმარჯვა.

 

ხვალ ჩვენებური ჩიონოკუნის ხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 9:1-ს ამარცხებს.

 

წინა ბაშოს მეხუთე დღეს, ტოჩინოშინს, ასევე, 1:4-ზე ბალანსი ჰქონდა, თუმცა 7 გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა…