დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ჩიოშომას შეერკინა [ვიდეო]

დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ჩიოშომას შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-5 დღეს, ტოჩინოშინი ჩიოშომას შეერკინა. რიკიშები აქამდე 7-ჯერ შეხვედროდნენ, სადაც მცირე უპირატესობა იაპონელის მხარეს იყო – 4:3.

რაც შეეხება ამ ბაშოზე ნაჩვენებ შედეგებს, ლევანს 2 მოგება და 2 მარცხი ჰქონდა, ჩიოშომას კი1 მოგება და 2 მარცხი.

სამწუხაროდ, დღეს ტოჩინოშინის დღე არ იყო. პოზიციის მოსაპოვებლად გამალებულ ორთაბრძოლაში, გამარჯვება მოწინააღმდეგეს დარჩა, ქართველი შემოატრიალა და ზურგზე მიწოლით დოჰიოდან გაიყვანა. კიმარიტე (ილეთი) – ოკურიდაში.

ბალანსი: 2:3

ხვალ ონოშოა