ეგოისტი კევინ დურანტი

ეგოისტი კევინ დურანტი

“ბრუკლინ ნეთსის” მთავარი ვარსკვლავი – კევინ დურანტი შეხვდა კლუბის მფლობელ ჯოზეფ ცოის, რათა გაერკვიათ მომავლის გეგმები.

The aThletic-ის ინფორმაციით, დურანტმა “ნეთსის” მეპატრონეს განუცხადა, რომ ისევ სურს კლუბის დატოვება და სხვა გუნდში გადასვლა.

კალათბურთელმა ცოის ასეთი კატეგორიული ულტიმატუმი წაუყენა – ან გუნდიდან გაუშვით მთავარი მწვრთნელი (სტივ ნეში) და გენერალური მენეჯერი (შონ მარქსი), ანდაც მეც გამიშვით სხვაგან სათამაშოდ.

null

33 წლის დურანტმა თავისი მოთხოვნა ახსნა იმ ფაქტით, რომ მისი და გუნდის მმართველების ხედვები ერთმანეთს არ ემთხვევა. კევინი ვერ ხედავს კლუბის სწორი განვითარების სწორ გზას ამ დუეტთან ერთად.

ამ შეხვედრის შემდეგ, დაახლოებით 1 საათში ჯოზეფ ცოიმ გააკეთა განცხადება, რომ სრულიად უჭერს მხარს მარქსი+ნეშის დუეტს. კევინ დურანტმა ყველანაირი გზა მოიჭრა გუნდში დარჩენაზე. ადრე თუ გვიან “ბრუკინი” თავიდან მოიშორებს დურანტს, მსურველი კი საკმაოდ ბევრია – “ბოსტონი”, “მაიამი”, “ტორონტო”.

ყველაფერი დროის ამბავია….