ევრა ბრაზობს: აჰ, ჩვენ ხომ მაიმუნები ვართ…

ევრა ბრაზობს: აჰ, ჩვენ ხომ მაიმუნები ვართ…

საფრანგეთის ნაკრების, მანჩესტერ იუნაიტედის, მონაკოსა და იუვენტუსის ყოფილმა მარცხენა მცველმა პატრის ევრამ კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ევრა მიიჩნევს, რომ წლის საუკეთესო მეკარედ ჩელსის ედუარდ მენდი უნდა დაესახელებინათ.

შეგახსენებთ, ლევ იაშინის პრიზი იტალიელ ჯანლუიჯი დონარუმას გადასცეს.

„და მენდი? აჰ, გასაგებია, ის ხომ აფრიკის თასზე თამაშობს ხოლმე. ჩვენ ხომ მაიმუნები ვართ, არავინ არაფრად აგდებს ამ ტურნირს. რაც არ უნდა იყოს, აფრიკის თასი ერთადერთი ტურნირია, რომლის გამოც ფეხბურთელები სამი კვირით ტოვებენ კლუბს. აქ მცირე დროა, რადგან აფრიკაა. თუმცა აუცილებლად შეიცვლება სიტუაცია“ (Eurosport)

ევრამ საფრანგეთის ნაკრებში ითამაშა, თუმცა სენეგალელია: აფრიკაში დაიბადა და გაიზარდა. მენდიც, როგორც იცით, სენეგალელია.