ევროპის ჩემპიონატი და სოციალური მედია

01:30 / 11 ივნ 2021
ევროპის ჩემპიონატი და სოციალური მედია
ევროპის ჩემპიონატი

6 დღეში სტარტს აიღებს კონტინენტის მთავარი საფეხბურთო ჩემპიონატი. კოვიდ სიტუაციის გამო, 1 წლით გადავადებული ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს, რომიდან დაიწყება და საერთო ჯამში, 11 ევროპულ ქვეყანაში იმოგზაურებს. სასიხარულოა, რომ ყველა სტადიონზე მაყურებელი და საფეხბურთო გარემო იქნება (შეზღუდვებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სტადიონზე განსხვავებული რაოდენობის ლიმიტირებული რაოდენობის მაყურებელი დაესწრება). ევრო 2020-ს ფინეთისა და ჩრდილო მაკედონიის სახით, ორი დებიუტანტი ეყოლება, დანარჩენი ყველა ქვეყანა ამ გათამაშებაში მინიმუმ ერთხელ მონაწილეობდა.

სადებიუტო მატჩებამდე გუნდები საწვრთნელ შეკრებებს გადიან და მთავარი მწვრთნელებისგან ბოლო რჩევებსა და დარიგებებს იღებენ. საბოლოო მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი ამხანაგური შეხვედრებია, მაგალითად, გუშინ, ენსხედეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდა, მასპინძლებისთვის ეს ევროპის ჩემპიონატის მომსაზადებელი ეტაპის ბოლო მატჩი იყო.

დიდი ინტერესისა და სტარტის მოახლოების პარარელურად, იმატებს სოციალური მედიის პოსტები და აქტივობაც. ბევრმა ნაკრებმა უკვე ტრადიციულ სოციალური მედიის არხებს ტიკ-ტოკ ანგარიშებიც შემატა და გულშემატკივარს ორიგინალური კონტენტით ანებივრებს.

თუკი ჩემპიონატის დაწყებამდე ვირტუალურ სოციალური მედიის გათამაშებას ჩავატარებთ, აღმოჩნდება, რომ ამ მარათონის გამარჯვებული საფრანგეთის ეროვნული ნაკრებია, მეორე ადგილს ინგლისი იკავებს, საპატიო მესამე ადგილს კი გერმანია დაესაკუთრება.