ეკვადორ!.. განსაკუთრებული, ოქროებს შორის ოქრო

ეკვადორ!.. განსაკუთრებული, ოქროებს შორის ოქრო
ოლიმპიადა
ველოსპორტი

რა თქმა უნდა, აქ უცხოელების სათითაო მედალს არ ჩამოვწერთ, მაგრამ არის განსაკუთრებული შემთხვევები და ეს დღეს მოხდა ტოკიოს ოლიმპიადაზე: ეკვადორელმა რიჩარდ კარაპასმა ველოსპორტში 234-კილომეტრიან დისტანციაზე რბოლაში მოიგო ოქრო…

 

ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ეკვადორს ოლიმპიადების ისტორიაში მხოლოდ ერთი ოქრო ჰქონდა და აი, მეორე დღეს მოიპოვა. ის ერთიც 25 წლის წინ, ატლანტის ოლიმპიადაზე მოიგეს.

 

ასე რომ, კარაპასი უკვე დღის გმირია.