ემბოლომ გოლი არ აღნიშნა

17:00 / 24 ნოე 2022
ემბოლომ გოლი არ აღნიშნა

შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, 24 ნიოემბერს, მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო კამერუნის ეროვნულ გუნდს, სადაც ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლელი თანაგუნდელი, ზამბო ანგისა თამაშობს.

ანგისამ სრული 90 წუთი დაჰყო მინდორზე და ცუდად არ უთამაშია. ეგ არის, თავად მატჩის სიუჟეტი ერთობ ნაცრისფერი გამოდგა. მინიმალური მომენტებით. ყველაფერი მონაკოელი ბრეელ ემბოლოს ერთადერთმა გატანილმა ბურთმა გადაწყვიტა.

Breel Embolo of Switzerland looks on during the FIFA World Cup Qatar 2022 Group G match between Switzerland and Cameroon at Al Janoub Stadium on...

ემბოლომ გოლი არ აღნიშნა. ალბათ, მოგეხსენებათ, ის წარმოშობით კამერუნელია.

საუკეთესო მოთამაშე

იან სომერი. შვეიცარიის ნაკრებისა და მიონხენგლადბახის ბორუსიის 33 წლის მეკარე. იანმა რამდენჯერმე ურთულესი შეტევა მოიგერია და თანაგუნდელებს მეტი თავდაჯერება შესძინა.

 

კამერუნი – შვეიცარია 0:1

გოლი: ემბოლო (48)

Yann Sommer of Switzerland applauds fans after the 1-0 win during the FIFA World Cup Qatar 2022 Group G match between Switzerland and Cameroon at Al...