ენტონი დევისის 35 ქულა ყოფილ გუნდთან

ენტონი დევისის 35 ქულა ყოფილ გუნდთან

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ნიუ ორლეანმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ლეიკერსს”.

შეხვედრას ინტრიგას მატებდა ენტონი დევისის ფაქტორი – A.D დრაფტზე(2012 წლის 1 პიკი) “პელიკანზმა” აირჩია და საკმაოდ დიდი ხნის(7 სეზონი) განმავლობაში სწორედ ამ გუნდის რიგებში თამაშობდა, თუმცა ინდივიდუალური თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს მიაღწია და ტრეიდი მოითხოვა.

დევისი საბოლოოდ “ლეიკერსში” გაიცვალა და “ნიუ ორლეანის” გულშემატკივრის ზიზღიც დაიმსახურა.

null

ტრავმირებული ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოასპარეზე კალიფორნიულმა გუნდმა მატჩში შესანიშნავი სტარტი აიღო – 14:0 გაქცევით გახსნა შეხვედრა და ამის შემდეგ “უკან აღარც მოუხედავს”.

14 ქულიდან 8 ენონი დევისის ანგარიშზე იყო, 3-3 ქულა აიღეს ბისლიმ და რასელმა.

მეორე მეოთხედში “ლეიკერსის” უპირატესობა გლობალური გახდა +33. მალიკ ბისლის ვერავინ აჩერებდა – პირველ ტაიმში 7 სამქულიანი ჩააგდო და პირადად დამარხა ინტრიგა.

ენტონი დევისმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჯამში 35 ქულა ჩააგდო და “ლეიკერსს” მიმდინარე სეზონში 34-ე მატჩი მოაგებინა 123-108.

ნიუ ორლეანი – ლეიკერსი 108:123 (24:39, 16:36, 35:23, 33:25)

15 მარტი, 04.00, «Smoothie King Center»

ნიუ ორლეანი: ინგრემი (22 + 6 პასი), მერფი (20), ჯონსი (20 + 7 მოხსნა), მაკკალუმი (13 + 9 პასი), ვალანჩუნასი (10) – სასტარტო; ნენსი (7), მარშალი (7), რიჩარდსონი (5), ჰეისი (4), დენიელსი (0), ლუისი (0).

ლეიკერსი: დევისი (35 + 17 მოხსნა), ბიზლი (24), რასელი (17), ბრაუნი (8), ვანდერბლიტი (4 + 8 მოხსნა) – სასტარტო; რივზი (14), ჰაჩიმურა (12), გებრიელი (6 + 8 მოხსნა), შროდერი (3), რიდი (0), უოკერი (0), კრისტი (0).