ერიკ ტენ ჰაგი: რონალდუს სახით მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი გვყავს

13:39 / 6 აგვ 2022
ერიკ ტენ ჰაგი: რონალდუს სახით მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი გვყავს

მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ნიდერლანდელმა განაცხადა, რომ რონალდუს სახით მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი ჰყავთ.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სეზონს რონალდუსთან ერთად დავიწყებთ. ადრეც გითხარით, რომ მომავალს მასთან ერთად ვგეგმავთ. კრიშტიანუს სახით მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი გვყავს და მიხარია, რომ ის ჩვენთან ერთად არის. ითამაშებს თუ არა რონალდუ ბრაიტონთან? ვნახოთ. “ – ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

ამ ზაფხულს, რონალდუს მანჩესტერიდან შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერებოდა, თუმცა პორტუგალიელი კვლავ ბრიტანულ გრანდშია. მანჩესტერი ახალი სეზონის პირველ მატჩს ბრაიტონთან გამართავს. შეხვედრა 7 აგვისტოს ოლდ ტრაფორდზე გაიმართება.