ესპანეთის მოულოდნელი მარცხი ხორვატიასთან

ესპანეთის მოულოდნელი მარცხი ხორვატიასთან

ესპანეთის ქალაქ მალაგაში გრძელდება დევისის თასის პლეიოფი. 1/4 ფინალურ სტადიაზე ტურნირის მასპინძლები ხორვატიას დაუპირისპირდნენ და მოულოდნელი მარცხი იწვნიეს 0-2.

null

ესპანელები პლეიოფს დიდი დანაკლისით შეხვდნენ – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი – კარლოს ალკარასი და მეორე ჩოგანი – რაფაელ ნადალი.

მიუხედავად ასეთი სპორტსმენების არყოფნისა, ესპანელებმა მაინც ვარსკვლავურ შემადგენლობას მოუყარეს თავი: რობერტო ბაუტისტა აგუტი, პაბლო კარენო ბუსტა, მარსელ გრანოლერსი.

null

პირველები კორტზე რობერტო ბაუტისტა აგუტი და ბორნა ჩორიჩი გავიდნენ. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე პირველი სეტის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ხორვატმა მეშვიდე გეიმში შეასრულა.

ბორნამ პირველი პარტია 6:3 მოიგო, მეორე სეტში კი ტაიბრეიკზე იმარჯვა  და საკუთარ გუნდს პირველი ქულა მოუტანა 6:3 7:6.

მეორე მატჩში ერთმანეთს მარინ ჩილიჩი და პაბლო კარენო ბუსტა დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, 5-5-ზე კი კორტების მასპინძელმა სათამაშო ტემპს უმატა, გადამწყვეტ მომენტში ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო და სეტიც მოიგო 7:5.

მეორე პარტიაში უკვე მარინი ფლობდა სრულ უპირატესობას. მეორე და მეოთხე გეიმებში ხორვატმა ბრეიკპოინტებამდე მიაღწია, თუმცა მათი გამოყენება ვერ შეძლო. მეექვსე გეიმში პაბლომ ზეწოლას ვეღარ გაუძლო, დათმო საკუთარი გეიმი და მალევე სეტიც 3:6.

null

მესამე, გადამწტვეტ სეტში ჩილიჩი ორჯერ იგებდა ბრეიკით, თუმცა ესპანელმა ორივეჯერ შეძლო უკუბრეიკის შესრულება და მარათონული მატჩი ტაიბრეიკზე გადავიდა.

საჩოგბურთო ლატარეაში ჩილიჩმა 7:5 იმარჯვა და საკუთარ ნაკრებს 1/2 ფინალის საგზური მოუპოვა.

დევისის თასის 1/2 ფინალში ხორვატიის ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება. “ოზებმა” თავისმხრივ 1/4 ფინალში ნიდერლანდებს სძლიეს.

დღეს, მალაგაში დასრულდება 1/4 ფინალური სტადია. ნახევარფინალში გასასვლელად იტალია ა.შ.შ-ს დაუპირისპირდება, ხოლო გერმანია კანადას.