ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

ევრობასკეტ 2022-ის ფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა ყველა საკალათბურთო კომპონენტში დაჩაგრა საფრანგეთის ნაკრები, მატჩი 88:76 მოუგო და მეოთხედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა(2009, 2011, 2015, 2022).

null

ესპანეთმა ანგარიშში უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვა – ვილი ჰერნანგომესის დომინანტური ასპარეზობის ფონზე(8 ქულა+4 მოხსნა) სერჯიო სკარიოლოს გაწვრთნილი გუნდი 23:14 დაწინაურდა.

მეორე პერიოდის სტარტზე პარკეტზე ვილის ძმა ხუანჩო შემოვიდა და ესპანური შოუც დაიწყო – უმცროსმა ჰერნანგომესმა პერიმეტრიდან უბრალოდ “დაცხრილა” მეტოქის კალათი, ჩააგდო რა ზედიზედ 6 სამქულიანი.

null

ფრანგთა ჩამორჩენა უკვე 21 ქულიანი იყო (26:47), როდესაც ვინსენ კოლემ მორიგი წუთშესვენება აიღო და “გამოაღვიძა” საკუთარი კალათბურთელები.

პირველი ტაიმის ბოლომდე ერტელის და ფურნიეს ზუსტი სროლების ფონზე ესპანელთა უპირატესობა 10 ქულამდე ჩამოდნა 47:37.

მესამე მეოთხედის საწყის წუთებში იაბუსელემ და ოკობომ ფრანგები 3 ქულამდე მიაახლოვეს მეტოქეს და შეხვედრაში თითქოს ინტრიგაც დაბრუნდა, თუმცა… ესპანელები დროულად გამოფხიზლდნენ – ძმებმა ჰერნანგომესებმა ისევ ორციფრიანი გახადეს საკუთარი ნაკრების უპირატესობა.

ჭკვიანურად თამაშობდა შეტევასა და დაცვაში შეცვლაზე შემოსული უსმან გარუბა, საჭირო მომენტში “მკვლელი” სამქულიანები ჩაყარეს ალბერტო დიაზმა და რუდი ფერნანდესმა.

ესპანელებმა საფინალო სირენამდე უპრობლემოდ შეინარჩუნა მოპოვებული ჰანდიკაპი და  მატჩი 88:76 მოიგო.

null

ესპანეთი – საფრანგეთი 88:76 (23:14, 24:23, 19:20, 22:19)

ესპანეთი: ბრაუნი (14+11 პასი), ხ. ფერნანდესი (13), ვ. ჰერნანგომესი (14+8 მოხსნა), ლოპეს-აროსტეგი (0), პრადილია (0); ხ. ჰერნანგომესი (27+5 მოხსნა), ბრიზუელა (3), დიაზი (8), რ. ფერნანდესი (7), გარუბა (2), პარა (0), საიზი (0);

საფრანგეთი: ალბისი (1), ფურნიე (23), გობერი (6), ტარპეი (4), იაბუსელე (13+6 პასი); ფოლი (0), ერტელი (16+7 პასი), ლუვავუ კაბარო (0), მალედონი (0), მბაიე (0), პორიე (4), ოკობო (9);