ესპანეთი საქართველოსთან სათამაშოდ მეორე შემადგენლობით ჩამოდის

ესპანეთი საქართველოსთან სათამაშოდ მეორე შემადგენლობით ჩამოდის

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერხიო სკარიოლომ გამოაქვეყნა მოთამაშეთა სია, რომლებიც ესპანეთის ნაკრების ღირსებას დაიცავენ უახლოესი სამი მატჩის განმავლობაში. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 1 ივლისს ესპანელები სარაგოსაში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებენ, 4 ივლისს თბილისში გვეთამაშებიან, ხოლო 7-ში უკრაინას დაუპირისპირდებიან რიგაში.

სკარიოლომ მოახლოვებული მატჩებისთვის ისევ არ გამოიძახა კალათბურთელები NBA-დან და ევროლიგაზე მონაწილე გუნდებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტურნირზე სეზონი დასრულებულია და კალათბურთელები თავისუფლები არიან.

ესპანეთის შემადგენლობა: ჯონათან ბარეირო(უნიკახა), ფერან ბასასი(ხუვენტუდი), დარიო ბრისუელა(უნიკახა), კინო კოლომი(აეკი), ალბერტო დიასი(უნიკახა), დანი დიესი(ბურგოსი), ხაიმე ფერნანდესი(უნიკახა), ფრან გერრა(ტენერიფე), ხაბიერ ლოპეს-აროსტეგი(ვალენსია), ხოლე პარრა(ხუვენტუდი), ხაიმე პრადილია (ვალენსია), სებასტიან საისი(ტოკიო), მეკელ სალვო(გრან კანარია), იანკუბა სიმა(მანრესა), სანტიაგო იუსტა(სარაგოსა).

null

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 17 ივნისიდან დაიწყო. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 1 ივლისს რიგაში, უკრაინას ეთამაშება, 4-ში კი ესპანეთს ვმასპინძლობთ თბილისში.

გაფართოვებულ შემადგენლობაში 22 კაცია, საიდანაც ოფიციალური მატჩებისთვის 12 შეირჩევა(10 კალათბურთელი სუპერლიგიდან, 12 ლეგიონერი).მოახლოვებულ სანაკრებო მატჩებზე საქართველოს ვერ დაეხმარება სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც “მილუოკისთან” საკონტრაქტო ვალდებულება გააჩნია – უნდა გაფრინდეს ამერიკაში და საზაფხულო ლიგაში ითამაშოს.

null

ნაკრებში ორი ახალი სახეა – 18 წლის გუგა ნაცვლიშვილი (ნაკრების ყოფილი კაპიტნის – ვახტანგ ნაცვლიშვილის ვაჟი) და სუპერლიგის გასული სეზონის ერთერთი ბომბარდირი – ოთარ ბულიავა. ამ მომენტისთვის საქართველოს მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 3 მოიგო და 1 წააგო.

null