ესპანეთმა U18 ევრობასკეტი მეხუთედ მოიგო

ესპანეთმა U18 ევრობასკეტი მეხუთედ მოიგო

თურქეთის ქალაქ იზმირში დასრულდა U18 ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. ფინალურ მატჩში ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა 68:61 სძლია მასპინძლებს და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

ფინალური მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე “ბარსელონას” გამთამაშებელი რაფა ვილიარი (17 წლის, 193 სმ) გახდა. მის აქტივში 20 ქულა (თამაშიდან 8-დან 6 ჩააგდო, 4-დან 3 სამქულიანი), 5 პასი, 4 ჩაჭრა, 3 მოხსნა და 1 დაფარება იყო.

ტურნირის MVP ესპანელი ტალანტი – იზან ალმანაზა გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე 5 მატჩში შეასრულა ორმაგი დუბლი, მისი საშუალო სტატისტიკა კი ასე გამოიყურებოდა – 15,7 ქულა+10,7 მოხსნა მატჩში.

U18 ევროპის ჩემპიონატის ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდნენ: იზან ალმანაზა (თურქეთი), ილია მილიჟაშევიჩი (სერბეთი), პაულიუს მურაუსკასი (ლიეტუვა, ტურნირის ბომბარდირი), ნოამ იაცოვი (ისრაელი), ბერკე ბუიუკჩენთელი (თურქეთი).

null

ესპანეთმა ტურნირის არსებობის ისტორიაში მეხუთედ მოიგო U18 ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. 2022 წლამდე ესპანელთა ახალგაზრდულმა ნაკრებებმა 1998, 2004, 2011 და 2019 წლებში იზეიმეს ჩემპიონობა.

გაცნობებთ, რომ ყველაზე მეტჯერ U18 ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში სერბებს აქვთ მოგებული (ათჯერ).

ესპანეთს შესანიშნავი თაობა მოსდის კალათბურთში – 25 ივლისს მათმა ახალგაზრდება U20 ევრობასკეტი მოიგეს, ხოლო 7 აგვისტოს U18 ევროპის ჩემპიონატი.